ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა,- კორონავირუსს სრულად ანეიტრალებს

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, ცილას უნარი აქვს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს კორონავირუსი. ცილას შეუძლია კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს.

ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ცნობით, გამოკვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

საუბარია ცილოვან შენაერთზე, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება.

კვლევაში აღნიშნულია, – ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.

კომენტარები