ამერიკელმა პიანისტმა სოციალური ქსელი დაიპყრო ორ როიალზე ერთდროულად დაკვრით

ამერიკელმა პიანისტმა ლოლა ასტანოვამ სოციალური ქსელი დაიპყრო ორ როიალზე ვირტუოზული დაკვრით. თავის ინსტაგრამში ლოლა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასრულებს სკოტ ჯოპლინის Maple leaf rag.

„რომ იტყვიან, ორი უკეთესია, ვიდრე ერთი“, – წერს გოგონა ინსტაგრამში.

 

ლოლა ზის სკამზე ორ როიალს შორის და თავდაჯერებით უკრავს მარჯვენა ხელით ძირითად პარტიას, მარცხენათი კი – აკომპონიმენტს.

მუსიკოსის ინსტაგრამის ხელმომწერები ქება-დიდებას არ აკლებენ ლამაზი შემსრულებლის ლამაზ შესრულებას.

იხილეთ ვიდეო: https://www.instagram.com/p/B8HJsuJAkAF/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

წყარო: life.ru

კომენტარები