ამერიკის ისტორია ითვლის 245 წელს, კახეთში კი, მარტო ჭადარია ცხრაასწლიანი! – ლაშა ამირეჯიბი აშშ-ს ელჩს მიმართავს:

 

ლაშა ამირეჯიბი აშშ -ს ელჩს მიმართავს:  

– “ამერიკის ისტორია ითვლის 245 წელს რაც ძალზედ სასიამოვნო ამბავია! აქვე მინდა მივულოცო ქ-ნ კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო მას და მის ოჯახს ,თუ კი ჰყავს ოჯახი და ქმარ-შვილი, ოჯახური სიყვარული, სითბო, ალერსი და ბედნიერება. აგრეთვე წარმატებები და წინსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე..
 ქ-ნ კელისთან რამდენიმე სათხოვარი მექნება:
ქალბატონო ელჩო! უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ერევით უხეშად ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში. მოგვეცით საშუალება, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა ვქნათ და როგორ ვიცხოვროთ, როდის დავიძინოთ, როდის ჩავისუნთქოთ და რომელს საათზე გავიღვიძოთ… როდის დავნიშნოთ არჩევნები, რა დროს შევცვალოთ მოსამართლეთა კორპუსი, ჩავატაროთ, თუ არა გეი-აღლუმები ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას უწოდებს მთელი ქრისტიანული სამყარო. ვისთან ვიმეგობროთ, და ვისთან გავაბათ სასიყვარულო რომანები და ა.შ…
ქართველები ესთეტი ერი გახლვართ, .ქ ნო კელი. გადახედეთ ჩვენს ისტორიას, მხატვრობას, ლიტერატურას, კინემატოგრაფიას, დრამატურგიას და მიხვდებით, რომ ის რასაც თქვენ და თქვენი ევროპელი კოლეგები გვატენით, ის ჩვენი არ არის და ვერ მივიღებთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ ძღვენს!
კარგს იზამთ, თუ ელიტარული კორუფციის აღმოფხვრაში დაგვეხმარებით და მხარში ამოგვიდგებით.. არ იქნება ურიგო, თუ ბიუჯეტის ქურდბაცაცებს, ანუ ხელისუფლების გარკვეულ წარმოადგენლებს, რეკომენდაციას გაუწევთ იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში ხელების ფათური მავნებელია და ძალზედ საშიში. კარგი იქნება, თუ ქვეყნის აღმშენებლობით დაკავდება ჩვენი ხელისუფლება და მანდაც მივიღებთ თქვენს რჩევას. .უფრო კარგი იქნება, თუ ბიუჯეტის ქურდობის აღმოფხვრის საკითხს მიანდობთ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს. იგი წესიერი კაცია და გარწმუნებთ, რომ ბიუჯეტის მძარცველებს დასჯის კანონის სრული სიმკაცრით!
აგრეთვე, გთხოვთ, ნუ ებრძვით ჩვენს დედა-ეკლესიას.მას ძალზედ ჭკვიანი და ბრძენი წინამძღოლი ჰყავს-უწმინდესი და უნეტარესი. ქართული მართმადიდებლური ეკლესია არ საჭიროებს თქვენს რეკომენდაციებსა და რჩევებს სხვადასხვა საკითხებში.
მინდა, შეგახსენოთ ერთი ამბავი ქ-ნო ელჩო, რომ ჩვენს უწმინდესს ძალიან მაღალი ავტორიტეტი და ნდობა აქვს საზოგადოებაში. უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში; მისი რეიტინგის გადაფარვა არაერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ თუ ლიდერმა სცადა… მისი რეიტინგის გადაფარვის მეთოდები უწმინდესის მოწამვლითაც კი დასრულებულა, მაგრამ ამაოდ. იგი ცოცხალია და ღმერთმა დიდი ხანი გვიცოცხლოს!!!..
არ იქნება ურიგო , თუ კეთილ რეკომენდაციებს გაუწევთ ნაც-მოძრაობასა და შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შესახლებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს.  რეკომენდაციებში იგულისხმება: არა იქურდო, არა კაც კლა, არა იმრუშო, გიყვარდეს მტერი შენი – ვითარცა თავი შენი, რევანში ბოროტებაა და ა.შ…
და ბოლოს:
კახეთში, კერძოდ კი სატახტო ქალაქ თელავში, მარტო ჭადარია ცხრაას წლიანი! გისურვებთ წარმატებებს!
კომენტარები