ამინდი საქართველოში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
1-ელ ივლისამდე, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.