ამინდი საქართველოში უმეტესად უნალექო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

9 -12 ივნისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება.

ქალაქ თბილისში 8 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, 9-12 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

კომენტარები