ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

-„18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს, დათბება.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.“

კომენტარები