ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს.

ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი +16 გრადუსამდე,  აღმოსავლეთ საქართველოში +18 გრადუსამდე გათბება.

4-5 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილს +15, +17, 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები