ამირან გამყრელიძე – „არ მეგონა, თუ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ამდენ შემთხვევას გაუძლებდა“

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

-„მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გაზრდილ რაოდენობას მართვას.

სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს პანდემიის დროს გმირული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი.

იდეალური არავინ ვართ, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ, დამერწმუნეთ, მე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი მაქვს ჯანდაცვის სექტორში ყველანაირ პოზიციაზე, დაწყებული ჩვეულებრივი ექიმით, დამთავრებული კიდევ სხვადასხვა ჩინოვნიკურ პოზიციებზე, უფლება მაქვს, შედარებითი ანალიზი გავაკეთო. დღეს, პირადად მე, არ მეგონა, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა. მართალია, ხარვეზები არის, სისტემა და ჩვენი გმირი ექიმები,  ამ ყველაფერს რომ უძლებს, ნამდვილად ეკუთვნით დიდი მადლობა მთელს სამედიცინო საზოგადოებას. ხშირად მითქვამს, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოება.

ხალგაზრდები ხართ, უნდა იცოდეთ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, იქნებოდა ეს ცხრა აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის კონფლიქტი. ქართველი ექიმები იყვნენ პირველები, რომლებიც სომხებს დავეხმარეთ სპიტაკის მიწისძვრის დროს. დღესაც თითოეული ქართველი ექიმი მხოლოდ მადლობას იმსახურებს.

თითოეული სამედიცინო მუშაკი, ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. იცით, დღესდღეობით რვა ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, აქედან უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, დაგვეღუპნენ ჩვენ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები. კიდევ ერთხელ თავს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი წინა ხაზზე არიან. გასულ კვირას სამი ექიმი, მათ შორის ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი დაგვეღუპა, რამდენიმე ექიმი აჭარაში, თბილისში, ეს რთულია. ხაზს ვუსვამ, სისტემა შედარებით უკეთ არის მზად, მაგრამ იდეალურად ნამდვილად არ ვართ. პანდემიის დროს ყველაზე მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდათ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები