ამირან გამყრელიძე: „ახალი ინფექციები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება“

ჩინეთშიგრიპის ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს. ამან შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეცნიერების აზრით, ახალი გრიპის მატარებელი ღორები არიან, დაავადება გადაეცემა ადამიანსაც. შესაძლოა, ვირუსმა მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს. ამას კი მორიგი პანდემია მოჰყვება.

გრიპის ახალ ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს,  – გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია. ვირუსი ახალია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას მასზე იმინიტეტი არ ექნება.

ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. ახალი ტიპის გრიპის ვირუსი  ჩინეთში, სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს უკვე დაუდასტურდათ.

გრიპის ახალი ვირუსი ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა:

-„21-ე საუკუნე ასეთი ახალი მოვლენებით „გაგვანებივრებს“.  ახალი ინფექციები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, ამ ტიპის ვირუსები პერიოდულად ჩნდება, მაგრამ მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანზე გადამდები, შემდეგ – ეპიდემიის წყარო.

ე.წ. ახლადწარმოშობილი დაავადებები და ახლადწარმოშობილი ინფექციები  21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც მოყვება იმ პროცესებს, რაც მიმდინდარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, – გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და ა.შ. ამიტომ, ახლა ვირუსებზე „ძალიან დიდი ყურადღება“ არის.

ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდეგ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ, ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსის პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“.

კომენტარები