ამირან გამყრელიძე: „გაფართოვდა ტესტირების არეალი. ზოგიერთ ლაბორატორიაში რამდენიმე შემთხვევა „გაიპარა“

-„გაფართოვდა ტესტირების არეალი. დღეს ქვეყანაში ტესტირებას 19 ლაბორატორია აწარმოებს. იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს და, სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევები, ჩვენ, ლუგარმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ სერიოზულად. რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული.

გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები, ეს ადამიანები, დადებითები დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეებშია გადაყვანილი. ჩვენ ყველა ახალ ლაბორატორიაში მათ მიერ დადასტურებული შემთხვევებს ვამოწმებთ. ე.წ. საკონტროლო პანელები ურიგდებათ ლაბორატორიებს და ორმაგი კონტროლი ხდება.

მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია, სამწუხაროდ, შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული შეცდომა. თავი რომ გადავიზღვიოთ ამ შეცდომებისგან, ურთიერთკონტროლი აუცილებელია.

ტესტირებაზე მომუშავე ზოგიერთ ლაბორატორიაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა “გაიპარა”. იმისათვის, რომ ინფიცირების შემთხვევები ზუსტად დადგინდეს, “გარე კონტროლის” სისტემა აამუშავეს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები