ამირან გამყრელიძე – „ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან რთულდება. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 74 პროცენტი სიმპტომებიანი პაციენტები არიან“

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან რთულდება. მოიმატა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებმაც, სამედიცინო კორპუსის მაქსიმალური მობილიზება ხდება.

დღეს დილისთვის ათთვიანი ისტორიის მანძილზე ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს, 2 775. ახალი შემთხვევებიდან 74 პროცენტი, ანუ 2056 სიმპტოებიანი პაციენტები არიან. დროულად ხდება გამოვლენა სიმპტომებიანი ადამიანების, ასევე მათი იზოლირება, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, ასევე დროულად ხდება გადაყვანა კოვიდსასტუმროებში.

სამწუხაროდ, ისევ ერდთ დონეზე ხდება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს ძალიან კრიტიკულია, 183 შემთხვევა დადასტურდა 24 საათის განმავლობაში, ცუდია იმ თვალსაზრისთ, რომ სამედიცინო პერსონალი ფრონტის წინა ხაზზეა, კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც კოვიდიანი ავადმყოფების მოსავლელადაა საჭირო. შემდეგ გარკვეული პერიოდი ჩამოცილებული არიან ძირითად სამუშაოს. ჩვენს კოლეგებს, ვინც დღეს დასაქმებული არ არიან, ან პენსიაზე არიან, მათ შეიძლება მოძებნოთ სამუშაო. გასაგებია, ასაკოვან ექიმებს რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ქოლცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, იგივე კოვიდსასტუმროებში შესაძლებელია, ამიტომ იქნა მოწოდება, – მაქსიმალურად იქნას მობილიზებული სამედიცინო კორპუსი. იგივე სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო გნათლება,  კარგად იციან ადამინთა ჯანმრთელობის შესახებ. ყველა მონაცემი შეუძლიათ ამ დროს იქნას გამოყენებული. ასევე სტუდენტები, მეხუთე-მეექვსე კურსის, რომლებსაც ძირითადი საგნები უკვე გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაომ. ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, – ჩვენ გარკვეულ ზღვარზე შევდივართ და ეპიდსიტუაცია სამართავია.

სოციალურ ქსელში არსებული უკმაყოფილებისა და შენიშვნების მიუხედავად, ძირითად შემთხვევებში სიტუაცია მართვადია. დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად ახალი 2,700 შემთხვევისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია.

ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, ძირითადში სიტუაცია მართვადია, ჰოსპიტალური, კოვიდ-სასტუმროები და საავადმყოფოები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89,სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

გასული 24 საათში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 423 გარდაცვალების შემთხვევაა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 – მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი კოვიდსასტუმროში იმყოფება, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები