ამირან გამყრელიძე: „ეს პიკი გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი გაგრძელდება და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები.

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ, ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას, მაგრამ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს რეკომენდაციებს, რა ტიპის, როგორი და რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა მივიღოთ. მაგრამ, არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ, ერთის მხრივ გამკაცრეება, მეორეს მხრივ, ტესტირებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა და მესამე, უფრო მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები