ამირან გამყრელიძე: „ექიმები აპოლიტიკური ადამიანები ვართ და ჩართულები ვართ წინა ხაზზე იმ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე – ექიმებს თავი დაგვანებეთ, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში“

მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური ადამიანები ვართ და ჩართულები ვართ წინა ხაზზე იმ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. ექიმები პოლიტკაში არ უნდა ჩავრთოთ, რადგან მათ თავიანთი საქმე აქვთ.

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ პოლიტიკური პასაჟებით და ქვეტექსტებით დასმული კითხვები მიუღებელია. შეკრებები ცუდად მოქმედებს პანდემიაზე. პოლიტიკური პროცესი ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში“,-  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 45 042-მდე გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

24 საათის განმავლობაში ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759.

24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 45 042-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები