ამირან გამყრელიძე: „ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, ვერ და არ განხორციელდება- ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია“

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

-„ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, ვერ და არ განხორციელდება, შეიძლება,  ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა.

57 ახალი შემთხვევა არის უკვე სერიოზული ზრდა, ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიკური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია,  ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს, ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს:

-„ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას,  სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყების კვალდაკვალ, მივმართავ მშობლებს,  დარეკონ 112-ზე, ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა.

უმაღლეს საწავლებლებისთვის მთავარი რეკომენდაციია, როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. უნდა ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება, აუცილებელია, თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

სასწავლო პროცესი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება.

-„ქვეყანაში სასკოლო პროცესის დაწყება ისევ ისე იგეგმება, როგორც ეს თავიდან იყო განსაზღვრული. მხოლოდ რეკომენდირებული არ არის ჩატარდეს საზეიმო ღონისძიებები

ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ოდნავ აჭარბებს 10-ს, ანუ 10,2 იყო ინციდენტობის მაჩვენებელი დღევანდელი დილის მონაცემებით, რაც კვლავ არის ზღვარი მწვანე და ყვითელ ზონას შორის. ამ პირობებში ტოტალური შეჩერების გადაწყვეტილების მიღება რეკომენდირებული არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს,პასუხს ელოდებიან.

ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის 32-ე სკოლის თანამშრომელი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები