ამირან გამყრელიძე: „ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი“

-„ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი კოვიდდადებითი შემთხვევა იყო. კვლევა 17-25 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.

მნიშვნელოვანი, გუშინ დავასრულეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში, – ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1 222 სისხლის ნიმუში იქნა შემთხვევითი პრინციპით შერჩული. იქ განისაზღვრა ე.წ. იმუნოგლობულინ ჯის ანტისხეულები, ეს ნიშნავს, – „იმუნოგლობულინ ჯი“ როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი ამოვიდა მარტვილის რაიონში. ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე გვქონდა“, – განაცხადადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები