ამირან გამყრელიძე – „ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის მომზადებული – ვაქცინაციის გეგმა მთავრობის მიერ“

-„ქვეყანაში,  დაახლოებით 370-მდე ამცრელი პუნქტია, რომელიც ატარებს დღეს მილიონამდე აცრა-ვიზიტს წლის განმავლობაში, რაც გვაქვს რუტინული იმუნიზაციის პერიოდში. გეგმაში წერია, -წელს ასაცრელია ქვეყანაში დაახლოებით 1 670 000-მდე ადამიანი ორჯერადად. სულ გვჭირდება 60-პროცენტიანი მოცვა რომ გვქონდეს. წერია გეგმაში 3.9 მილიონი ვაქცინა. იქ იანგარიშება ასევე ის, რომ ორჯერ უნდა გაკეთდეს ვაქცინა, ვაქცინის დანაკარგი. ამისთვის, საჭიროა სიმძლავრეების შემდგომი გაზრდა, როცა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყება, ალბათ,  ეს  იქნება ცოტა მოგვიანებით, გაზაფხულზე, როცა მასობრივი კამპანია დაიწყება.

ინფრასტრუქტურა საკმაოდ სერიოზულად არის მომზადებული. მხედველობაში მაქვს ცივი ჯაჭვი, ექიმებს და ექთნებს მრავალჯერადი გადამზადება აქვთ გავლილი.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენთან დაახლოებით ოთხი ახალი ვაქცინა დაინერგა. ყველა ვაქცინის დანერგვის წინ ხდება მთელი ამ პერსონალის გადამზადება მრავალჯერადად. ახლა უკვე, დაახლოებით, როცა გვეცოდინება, პირველი ვაქცინის შემოსვლის რიცხვები, შემდეგ მეორე ნაკადის და მესამის,  ამ ვაქცინებზე მოხდება სტაფის ხელმეორედ კიდევ გადამზადება. ვაქცინაციის გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცებულია, ეს  ოფიციალური, ნორმატიული დოკუმენტია“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები