ამირან გამყრელიძე: „ვაქცინის მესამე დოზა დაგვჭირდება… უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა:

-„მსოფლიოში ბევრი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებით, დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, – კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, -მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი რომ შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს“.

კომენტარები