ამირან გამყრელიძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ვაქცინის მეორე აცრაზე…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„ვაქცინაციის პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდება, მოსახლეობა უფრო მეტ დამყოლობას იჩენს. სამწუხაროდ, გუშინ იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს.

გუშინ მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ „სინოფარმის“ მეორე აცრაზე და „ასტრაზენეკათი“ აცრის მსურველები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ასაკობრივი ზღვრის დაწევის შედეგად მიეცათ. ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა დილისთვის, ჩემი ინფორმაციით, ახლაც გარკვეული ხარვეზები არსებობს. ჩვენი IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად რომ წარიმართოს.

არავის შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით, რამეთუ თითოეული მათგანისთვის აცრის მეორე დოზა დაჯავშნილია“.

კომენტარები