ამირან გამყრელიძე: „ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია – დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს და ექიმი გეტყვით, როგორ მოიქცეთ“

-„ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია არის მარტივი, – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს, ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, ექიმის დანიშნულებით ეს რომ ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, კორონავირუსის 1 941 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

1 941 შემ­თხვე­ვი­დან თბი­ლის­ში 1034 შემ­თხვე­ვაა, აჭა­რა­ში – 320, იმე­რეთ­ში – 258, ქვე­მო ქარ­თლში – 107, შიდა ქარ­თლში – 68, გუ­რი­ა­ში – 12, სა­მეგ­რე­ლო­სა და ზემო სვა­ნეთ­ში – 49, კა­ხეთ­ში – 37, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში – 36, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში – 18, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში- 2.

ამ ეტაპ­ზე, აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის 16 121. 3 571 მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში – 1 762, აჭა­რა­ში – 686. მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არის 427, მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 232, აჭა­რა­ში – 77. აქე­დან, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არის 97 პირი – მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 54, აჭა­რა­ში – 20. 2 293 პირი არის კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, მათ შო­რის, 1 353 – აჭა­რა­ში, ხოლო 728 – თბი­ლის­ში. 10 257 მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­შია 4 180 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 849, აჭა­რა­ში – 2 183.

სულ 6-23 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ზღვრი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლია – 7 916 პირი.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 28 069 პირი, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში – 3 758 პირი, აჭა­რა­ში – 11 764, იმე­რეთ­ში – 3 741.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.

 

კომენტარები