ამირან გამყრელიძე: „ინფიცირება ხდება დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას, დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს“

-„კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით – დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს.

მომატებული რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნეები, ასთმა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, და ეს ადამიანები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ირანიდან მომავალი ადამიანები სახმელეთო საზღვარს ვერ გადაკვეთენ. რაც შეეხება საქართველოსა და ირანს შორის მდებარე კიდევ ერთ ქვეყანას – სომხეთს, მასთან დაკავშირებით საფრთხე ნაკლებია, ვინაიდან სამი დღის წინ სომხეთმა ორი კვირით ჩაკეტა სახმელეთო და საჰაერო საზღვარი ირანთან. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მათ დღემდე არ ჰქონდათ სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი, რის გამოც ამ მიმართულებით კორონავირუსის შემოსვლა უფრო სავარაუდო იყო.

კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით – დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს. პირველ ეტაპზე რეკომენდაციას ვუწევდით ყველას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ ემოგზაურათ ჩინეთში. რამდენიმე დღის წინ ამ რეკომენდაციებს დაემატა სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობაც. თუ რომელიმე მაღალდასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში ადამიანს განუვითარდა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა ან ქოშინი, მან დაუყოვნებლივ, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს. გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვასაც. რაც შეეხება მომატებული რისკის ჯგუფებს, ესენი ძირითადად არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნეები, ასთმა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ეს ადამიანები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას.

24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი, ნომერზე 1505, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი – სამუშაო საათებში, ნომერზე 116001. გარდა ამისა, ინტენსიურად ვპასუხობთ მოქალაქეებ სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე და ა.შ.“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები