ამირან გამყრელიძე – „კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე წამალი“
-„ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე წამალი. დიდი ალბათობით, ვაქცინა ხელმისაწვდომი წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში იქნება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, დაახლოებით 7-8 ვაქცინაა ე.წ. მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. დიდი იმედებია. მთელი რიგი ქვეყნები წინასწარ იხდიან თანხას, ვაქცინა რომ შეხვდეთ. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობთ, – როდესაც ვაქცინა იქნება, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი გარდაიცვალა.