ამირან გამყრელიძე – „რა ჯგუფებს ენიჭებათ უპირატესობა გრიპის ვაქცინის გაკეთებისას“

-„ტენდერში გამარჯვებული კომპანია Sanofi Pasteur-ისგან ნაყიდი 135 ათასი დოზა ვაქცინიდან, 25 ათასი საქართველოს პოლიკლინიკებში უკვე დარიგებულია.

გზავნილია, რომ უნდა აიცრან პირველ რიგში ორსული ქალბატონები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები და ბაღების აღმზრდელები. ასევე შიდსიანი პაციენტები, ასევე С ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები.

ვაქცინის დარჩენილი 110 ათასი დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა, რომელიც სხვა რისკ-ჯგუფებზე განაწილდება: ექიმები, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვს ასთმა, ვისაც აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქტციული დაავადება, ვისაც აქვს გულ-სისხლძაღვთა დაავადებები.  დღეს მთავრობამ ვაქცინის დამატებით 100 ათასი დოზისთვის გამოყო თანხა, რომელსაც ამავე კომპანიისგან შეიძენს. პრეპარატის 70 ათასი დოზა ქვეყანაში სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს შემოვა.

ამის ზემოთ კიდევ ვმუშაობთ,-  ნოემბრის პირველ ნახევარში, უფრო მეორე ნახევრისკენ, კიდევ დამატებითი დოზები იქნეს სახელმწიფოს მიერ მობილიზებულები. ამის ზემოთ, რაც მე მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს უკვე ჰქონდა შემოტანილი 20 ათასამდე დოზა, რომელიც გაიხარჯა, რომელიც არ არის ჯგუფებზე (გათვლილი). კერძო სექტორი, რაც მე მაქვს ინფორმაცია, აკეთებს მობილიზაციას ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში დაახლოებით 40 ათასი დოზის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

-„საქართველოში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. ქვეყანამ გრიპის დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა იყიდა.მიმდინარეობს გეგმური ვაქცინირება იმ რისკჯგუფების, რომლებზეც გეგმა არსებობს შედგენილი, ეს გეგმა წლების განმავლობაში სახეს იცვლის. ვაქცინების შემოტანა გრძელდება. სახელმწიფოს დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა აქვს ნაყიდი და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ“,– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები