ამირან გამყრელიძე: „საქართველოში ბოლო ერთ კვირაში გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების მატება არ არის“

-„საქართველოში ბოლო ერთ კვირაში გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების მატება არ არის.

დღევანდელი მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 216 – იგივე დონეზეა, რაც წინაა კვირას იყოს. ახალი შემთხვევების რაოდენობა, გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციებით, განსხვავებით წინა კვირასთან, მატება გვაქვს 5%-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში, ანუ ჰოსპიტალიზაცია მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც დიდი ალბათობით მაინც გახლავთ ბავშვთა კონტიგენტის ხარჯზე,”-  განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები