ამირან გამყრელიძე: „უკვე პიკში ვართ – ყოველდღიურად 3-4 ათასი შემთხვევა“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„შესული ვართ პიკში, ყოველდღიურად გვაქვს 3-4 ათასი შემთხვევა. დღეს რომ 3 216 შემთხვევაა, იმას იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.  რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, როგორც დავიცავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, რომლებიც დაწესებულია. ვფიქრობთ, შესაძლებელია შემთხვევების ცოტა კიდევ ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კომენტარები