ამირან გამყრელიძე: „უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, – შეზღუდვების შედეგი უნდა იყოს ის, რომ 3 კვირის შემდეგ ყოველდღიურად არ იყოს 5-6 ათასი შემთხვევა“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, მათი შემოსავალი, ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. ამ შეზღუდვების შედეგი იქნება ის, რომ 3 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ უნდა გაიზარდოს 5-6 ათასამდე, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას,  3-4 ათასიდან ათას შემთხვევაზე ჩამოვალთ.

​პანდემიასთან ბრძოლაში რომელიმე ერთი მიდგომა, – მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, ან მხოლოდ შეზღუდვები, ან კიდევ სხვა მექანიზმები ცალკე აღებული შედეგს არ მოგვცემს. ყველაფერი უნდა იყოს ერთიანად, მაგრამ, საჭიროა ბალანსი. ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, გაზაფხულზე ჰქონდა უფრო მკაცრი შეზღუდვები, როცა ადამიანები გარეთ არ გამოდიოდნენ. შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეცვალა სლოგანი, განაცხადა, – მეცნიერები ელოდნენ, როგორც სხვა რესპირაციული ინფექციები, ზაფხულში გაქრებოდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა. ​კოვიდ-19 აღმოჩნდა უფრო ბევრად ვერაგი, ვიდრე ფიქრობდნენ მეცნიერები გაზაფხულზე, ამიტომ შეიცვალა სლოგანი. როცა დავინახეთ, – კორონავირუსი 3-5 თვეში არ გაქრებოდა, განვაცხადეთ, – ადამიანმა უნდა ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ, სრული ჩაკეტვა ჩვენთან აღარ იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება გაფართოებული შეზღუდვები. დღეს მოქმედი ყველა მოქმედი შეზღუდვა გაფართოვდება. მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს საღამოს კიდევ იქნება კონსულტაციები ბიზნესთან და სხვა სექტორებთან. ეს ყველაფერი საერთო კონსენსუსის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, მათი შემოსავალი და ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. ამ შეზღუდვების შედეგი იქნება ის, რომ 3 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ უნდა გაიზარდოს 5-6 ათასამდე, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ 3-4 ათასიდან ათას შემთხვევაზე ჩამოვალთ.

ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი გაგრძელდება და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები.

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ, ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას, მაგრამ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს რეკომენდაციებს, რა ტიპის, როგორი და რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა მივიღოთ. მაგრამ, არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ, ერთის მხრივ გამკაცრეება, მეორეს მხრივ, ტესტირებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა და მესამე, უფრო მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები