ამირან გამყრელიძე: „ყველა ტრაილერის მძღოლს, რომელებიც ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოდიან, ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდება. ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ პრესკონფერენცია გამართა. 

-„ძალიან მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონების ჩვენთან აქტიური მუშაობა. ქვეყანაში ყველა შემოსული ადამიანის, განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან, 14 დღით კარანტინში მოქცევა და შემდგომ იქ მათი კვლევა. გუშინ კიდევ, დამატებითი ოთხი ასეთი საკარანტინო შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის არის ორი ტრაილერის მძღოლი ისევ საკარანტინო ზონიდან.

პარასკევიდან ყველა ტრაილერის მძღოლს, რომელებიც ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოდიან, ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდება. ეს არის სწრაფი ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი კაპილარული სისხლიდან, ანუ, თითიდან და მეორე პარალელურად ნაცხი, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. ეს არ არის „პისიარ“ ტექნოლოგია, ეს არის სწრაფ ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტი და თუ რომელიმეზე ან საეჭვო, ან დადებითია, მაშინ ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში. შემდგომ უტარდება „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევა. ამ მეთოდით კველევები უკვე მოქმედებს ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ქვეყანაში და მაქსიმალურად გვინდა ავიცილოთ თავიდან, სწორედ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები