ამირან გამყრელიძე: „შესაძლებელი იყოს ზედდება გრიპის ინფექციისა და კორონავირუსის ინფექციის. გრიპი სურდო არ არის, ის სერიოზული ვირუსია“

-„წელს სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ვაქცინას, დაახლოებით 135 000 დოზას შემოგთავაზებთ, რომელიც იქნება რისკჯგუფებისთვის, ამას ემატება კერძო სექტორი.

წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, შესაძლებელი იყოს ზედდება გრიპის ინფექციისა და კორონავირუსის ინფექციის. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ ისინი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან შედარებით მარტივად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ამ ორი ინფექციის. ვაქცინა არის ოთხკომპონენტიანი და არის ფრანგული.

გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო ჰგონია, ასე არ არის. გრიპის ვირუსი სერიოზული ვირუსია. ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას მის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები