ამირან გამყრელიძე: „101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი,  არც ერთი სიკვდილი არ არის. პანდემიის შესაჩერებლად, ერთადერთი გზა“

-„ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 800 ათასს თუ აჭარბებდა, ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ინფიცირების 400-500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა, რომ გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები კლებისკენ არის.

101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი, ამ 101 მილიონი აცრიდან არც ერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ, თუ გვინდა დ ავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები