ამირან სალუქვაძე: თუ ოპოზიციას რეალურად სურს შეთანხმება, მაშინ ხელის გადაგრეხვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს

თუ ოპოზიციას რეალურად სურს შეთანხმება, მაშინ ხელის გადაგრეხვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და არჩევნების მეორე ტურში არსებული ვითარება შეაფასა.

„ეს არის სამწუხარო რეალობა. ოპოზიციის მიერ მეორე ტურში აქტივის ფარულად მობილიზება მოსალოდნელი იყო. ჩემთვის უცნობია, ყველა საარჩევნო ოლქში ხდება ეს თუ იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების იმედი აქვთ იმ პირობებში თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დაბალი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ოლქში, შესაძლოა 2-3 მანდატი ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიპოვოს.

მან ასევე ისაუბრა მოლაპარაკებათა მესამე რაუნდზე. სალუქვაძემ გაიხსენა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მაღალი რანგის პირების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ, თუ ამის სურვილი ოპოზიციურ პარტიებში არსებობს.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები