„ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში – როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს“-ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა:

-„როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი,-  მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. ეს ქვეყნის მტრობაა. ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვით და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და მთავარი – ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთავს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, –  ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მეგობრებო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური ცილისწამებისა და კამპანიისა, რომელიც მათ აწარმოეს, სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე“.

კომენტარები