„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი – „იმ პატიმრებზეც გავრცელდება, რომელთაც სტუდენტის სტატუსი პატიმრობის პერიოდში მოიპოვეს“

-„გაჩნდა შესაძლებლობა,  გარკვეული დაშვებით, პირობებით გავრცელდეს ამნისტია – შინაპატიმრობით მოხდეს სასჯელის შეცვლა ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის. ამ შემთხვევაში, იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალების სასჯელის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით, მოუხდელი ნაწილის. ასევე, სტუდენტებზე, ვინც  სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში, შესაბამისად, ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს, შეიძლება, ეს შეღვათი რომ გავრცელდეს.

ბუნებრივია, ამით რესოციალიზაციისთვის  მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ეხება არა მომავალში ვინც სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს, არამედ კანონის მიღების მომენტში. ეს ვერ შეეხება ბუნებრივია ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება მომავალში, ეს არის კანონის მიღების მომენტისთვის, ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული. მომავალში თუკი იქნება, შეიძლება, ეს  დადებითად ახასიათებდეს პიროვნებას, თუ ის სწავლას მოჰკიდებს ხელს, თუმცა, ამნისტია ვერ იტყვის იმას, – ვინც სტუდენტი გახდება, მას ეს შეღავათი ექნება”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები