ამობეჭდეთ და შეავსეთ ბლანკი, ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ რეფერენდუმის უფლების დაბრუნებაში! – ზვიად ტომარაძე:

 – “დღეს ოფისში პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარიდან მამა არჩილ მინდიაშვილის მრევლი გვესტუმრა და ტაძარში აგროვებული რამდენიმე ასეული ხელმოწერა მოგვიტანა!
ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ: ხალხისთვის რეფერენდუმის უფლების დაბრუნებაში და დაგვეხმაროთ 200 000 ხელმოწერის შეგროვებაში, ამობეჭდეთ ბლანკი:
შეავსეთ, შეავსებინეთ ახლობლებს, მეგობრებს (ბოლოში ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი არ შეავსოთ) და მოგვაწოდეთ ოფისში მისამართზე: თბილისი, რუსთველის გამზირი № 26, მეორე სართული.
ემიგრანტებმა შევსებული ბლანკი გამოგზავნეთ მეილზე:
 – წერს ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” – ლიდერი, ზვიად ტომარაძე
კომენტარები