ამონარიდი მამა გაბრიელის ცხოვრებიდან: „წმინდანი ხარ შენ მამა გაბრიელ, ნამდვილი წმინდანი და მადლობა, რომ ეს მიმახვედრე…“

ამონარიდი მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:
მამა გაბრიელს, ერთი სემინარიელი,განსხვავებული მზერით უყურებდა.ბერმა ეს შეამჩნია და უთხრა:
– შენზე ერთ ზრახვას ვხედავ მოყვასო და თუ განცხადებულად იტყვი, ჩემგან საჩუქარს მიიღებ.
ამ სემინარიელმა, რომელსაც სამსონი ერქვა,დაუფარავად უთხრა:
– აფერისტი მგონიხარ შენ,მამაო და ამას ვერ გადამარწმუნებ.
სამსონს,რომელიც ფეხზე იდგა მამა გაბრიელმა უთხრა:
– დაიჩოქე და თავი მიწას დაადევი და თუ მე მართლაც აფერისტი ვარ და შენ მართალი, თავი ასწიე.
სამსონმა დაიჩოქა და თავი მიწას დაადო. ამის შემდეგ მამა გაბრიელმა ხალხს, რომელიც მასთან შემოკრებილიყო,ქადაგება დაუწყო.ეს ისე დახვეწილად გააკეთა,რომ ყველას დაავიწყდა სამსონი.თხუთმეტი-ოცი წუთი იქნებოდა გასული,რომ მამა გაბრიელმა შესძახა:
– ვაი,სულ დამავიწყდა,ძმაო ასწიე თავი!
სამსონმა თავი ასწია. ის მთლად გაწითლებული იყო სახეზე და მამა გაბრიელს მთელი არსებით უთხრა:
– წმინდანი ხარ შენ მამა გაბრიელ, ნამდვილი წმინდანი და მადლობა, რომ ეს მიმახვედრე.
სამსონმა, როცა განცალკევების საშუალება მოგვეცა მოგვიყვა:
– თავი რომ მიწას დავადევი,იმ წამიდან მთელ სხეულში ძალა წამერთვა. სხეულის არც ერთი ნაწილი არ მემორჩილებოდა. რას არ ვცდილობდი, ვწვალობდი თავი რომ ამეწია მაგრამ არაფერი გამომდიოდა.მერე გამახსენდა რომ ეს ყველაფერი მამაოს მიზეზით მჭირდა და რა უნდა მეღონა არ ვიცოდი.
ბოლოს კი, როცა მამა გაბრიელს გულში შენდობა და დახმარება ვთხოვე, იმ წამსვე და მითხრა:
-ძმაო ასწიე თავი-ო ზუსტად ამ დროს სხეულში ძალა მომივიდა და თავის აწევაც შევძელი.
კომენტარები