ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს

ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.

 Guardian -ი წერს:

„ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ. ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა. 

პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ახალგაზრდებს ვალების დიდი ნაწილი ჩამოეწერებათ, თუ ისინი ტრეინინგებში ან განათლების პროგრამებში წარმატებულები იქნებიან“. 

„ვალები იწვევს ძალიან დიდ სტრესს. ამ შემთხვევაში კი, ახალგაზრდებისთვის, სესხი ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს”, – აცხადებს ამსტერდამის მერის მოადგილე.

 პროექტის განხორციელება თებერვალში დაიწყება. თითოეულ პიროვნებას, ვინც ამ სქემაში იქნება ჩართული. ქოუჩს მიამაგრებენ, რომელთან ერთადაც ისინი სახელმძღვანელო გეგმას მოამზადებენ. 

ამსტერდამელების მესამედზე მეტს 18-დან 34 წლამდე, სესხი აქვს აღებული. ბოლო 4 წელიწადში, საშუალოდ , სტუდენტის სესხი 12 400-დამ 13, 700 ევრომდე გაიზარდა.

პროექტის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ იდეა წარმატებით განხოერციელდება.

კომენტარები