ამ დროს იშველიებენ ხოლმე პასუხად, – აგერ, ეკლესია ააშენა, ფული დახარჯა. ეს ძალიან არ მომწონს. ეს არ არის დაცვა, პირიქით, ეს დათვური“ – ბიძინა ივანიშვილი

-„ჩემი გუნდის წევრებს შევახსენებდი, – როდესაც გუნდის რომელიმე წევრს ოპონენტები ეუბნებიან, -ივანიშვილმა დაანგრია ქვეყანა, გადაწვა საქართველო, ამ დროს იშველიებენ ხოლმე პასუხად, – აგერ, ეკლესია ააშენა, ფული დახარჯა. ეს ძალიან არ მომწონს. ეს არ არის დაცვა, პირიქით, ეს დათვური სამსახურია.

აქაც შევახსნებედი გუნდის წევრებს, – არაფერი არ სჭირს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას საიმისო, სხვა მეთოდებით დამიცვან, იგივე ქველმოქმედებით, ფინანსური დანახარჯებით.

პირიქით, საგაზეთო ინტერვიუშიც ვთქვი,  ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, არა ზედმეტი დაგროვილი ფულის ხარჯვა, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკი დავდე სასწორზე“, – განაცხად ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” სტუმრობისას .

კომენტარები