„ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ…“-ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა:

-„ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“. სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ.

აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი“. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“, როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა“.

კომენტარები