„ამ ეტაპზე არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:

-„ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა. რეგიონებში, სადაც შემთხვევების მატება შეინიშნება, ტესტირების უფრო ლოკალიზებული პროგრამები აქტიურად დაიწყო. გასული 24 საათის განმავლობაში 24 000 ტესტი ჩატარდა.

ვცდილობთ, აქტიური ტესტირებით და წესების დაცვით მოხდეს ლოკალიზაცია. როგორც განვითარდება სიტუაცია, იმის მიხედვით მივიღებთ  სხვა გადაწყვეტილებას. სრულიად დაუშვებელია, ეპიდემიას ესკალაციის საშუალება მივცეთ.

მთავარია დაწესებული შეზღუდვების და წესების აღსრულება. ძირითადად სოციალური თავშეყრის გამო არის შემთხვევების ლოკალური მატებაც.  ქორწილი და სხვა ტიპის სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

ამ ეტაპზე არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, მეტიც, ყველაფერი კეთდება, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის,  ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა ძალიან რთულად გადაიტანს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები