„ამ ვიდეოს რომ მოვუსმინე, მართლა დეპრესიაში ჩამაგდო ….“- გიორგი ფხაკაძე

-„კარგით, მე არ მიჯერებთ …
✅ვითომ “ექსპერტებს” და ვითომ “პროვაქსერებს” უჯერებთ (ორივე რომ საშიშები და მავნებლები არიან, ფაქტია)
✅რუსული КГБ-ის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს რომ უსმენთ (ყოფილები არ არსებობენ), გასაგებია
✅არაპროფესიონალების ასეთი კონცენტრაცია საქართველოში, მე მგონი, ბერიას დროსაც არ იყო (მაშინ ყველა დახვრიტეს, ახლა …..)
✅ამ ვიდეოს რომ მოვუსმინე, მართლა დეპრესიაში ჩამაგდო .… ამის შესახებ პანდემიის პირველივე თვეებიდან ვსაუბრობდი და ვთავაზობდი კონკრეტულ გამოსავლის გზებს (მომისმინეს, თქვეს – “კი, აუცილებლად გავაკეთებთ”)
✅ამოვიდა ყელში დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი, ვითომ “პროვაქსერობა”, ვითომ “განათლება” (Google ყველას გვაქვს) და ვითომ “პატრიოტიზმი”. შედეგი – ჩინურ ვაქცინაში (ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ არაღიარებულ ვაქცინებში) 30$ გადაიხადეს (30×2=60$ ჯდება ერთი ადამიანი) და ისრაელს ფაიზერი ერთი ადამიანი 47$ დაუჯდა!!!
✅არავინ, ბოდიშს ვიხდი , მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს ნამდვილად საქართველოზე! მარტო იმას ფიქრობენ, რამდენი “like »-ი აქვთ, რამხელა რეინტინგი (მედიაში/ტელევიზიაში და რა ვიცი, კიდე სად) და რამდენი “followers” ჰყავთ … სინამდვილეში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს საქართველოზე ……. ერთი რამ კონკრეტული სიკეთე გაგეკეთებინათ საქართველოსთვის … ერთი რამ …. მე ამის თქმის უფლება მაქვს! მარტო ერთი რამ, რომ სამედიცინო პირბადე დაინერგა ქვეყანაში, არის უმაღლესი ხარისხის და დაბალ ფასში და 2020 წლის დეკმბრიდან შენარჩუნდა ფასიც და ხარისხიც, ერთი ადამიანის მონდომების და ხალხის გვერდსი დგომის შედეგია….სხვა რაღაცეებიც, რაც გავაკეთე… რა ვიცი, სია დიდია …… თქვენ რა გააკეთეთ?! სია ჩამოწერეთ …
✅მე ნუ დამიჯერებთ, მაინც არ მიჯერებთ…… ისრაელის მთავრობის გამოცდილებას მაინც მოუსმინეთ…“ – წერს პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები