,,…ამ ლოცვას მშობლები მხოლოდ ერთხელ კითხულობენ ცხოვრებაში (მხოლოდ ერთხელ). წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა და უფალი სასწაულს მოგივლენთ…”

,,…ამ ლოცვას მშობლები მხოლოდ ერთხელ კითხულობენ ცხოვრებაში (მხოლოდ ერთხელ).

წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა და უფალი სასწაულს მოგივლენთ…” –
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 

,,იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს“, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.

ყველა მშობელმა წაუკითხოს ეს ლოცვა შვილებს.

ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე, იმ ხატის წინაშე, რომლითაც თქვენ ლოცავთ (ან შევარჩიოთ ასეთი ხატი). ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა, წაიკითხავთ ამ ლოცვას. ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ.
მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე.

ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთშია და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა!”

 ლოცვა:

-„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილი ესე მონა (მხევალი) ღვთისა (საახელი) და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.
ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!”
პატრიარქის თქმით, „ამის შემდეგ შვილს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი, გადასახოთ ჯვარი.
თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ”.
კომენტარები