ამ მდგომარეობით ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს-დავით ზედელაშვილი

დავით ზედელაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს-“ამ მდგომარეობით ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს. იმის მყარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ საგანგებო მდგომარეობას ბოროტად იყენებს ჯერ არ გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს საფრთხე არ უნდა გავითვალისწინოთ. ერთი თვე საკმაოდ დიდი დროა ასეთი შემზღუდავი ზომებისთვის. მთელი ამ დროის მანძილზე მთავრობამ უნდა შეძლოს იმის დამტკიცება თითქმის ყოველდღიურად, რომ ყველა ეს ზომა აუცილებელია. ვადის შეზღუდვა არის მნიშვნელოვანი გარანტია ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. თუმცა ეს ვადა არ არის იმპერატიული. როგორც კი აღარ იარსებებს შეზღუდვების აუცილებლობა საგანგებო მდგომარეობა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, ეს მარტივადაა შესაძლებელი პრეზიდენტისა და პრემიერის აქტითვე.”-წერს ზედელაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები