„ ამ რუკაზე საუბარი პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს ძალზე განულებული რეიტინგი“ – ირმა ინაშვილი

-„მე პირდაპირ ვამბობ, – ახლა ამ რუკაზე საუბარი და ამის გამოტანა, პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს ძალზე განულებული რეიტინგი, უმძიმესი რეიტინგი და ამისთვის მცდელობა არის, რომ გამოიყენოს მისი პიარისთვის.

არც რუკების თემა არ არის ახალი.  ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება.

ჩვენთვის რუკა აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ სხვა რუკებიც არსებობს, სადაც ეს მოცემულობაა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო მოცემულობა. სიმართლე სადაც არის. მაგრამ ეს დედანი რომ გამოჩნდა, თავისთავად კარგია.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ” კეთილი საქმის გაკეთებაც კი იცის უდროო დროს, არასწორ ვითარებაში, არასწორ კონტექსტით ა.შ. პირდაპირ ვამბობ, – ახლა ამ რუკაზე საუბარი და ამის გამოტანა, პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს ძალზეც განულებული რეიტინგი, უმძიმესი რეიტინგი და ამისთვის მცდელობა არის, გამოიყენოს მისი პიარისთვის. მაგრამ, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, უნდა გავუფრთხილდეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ვიცით, ყარაბაღში რაც ხდება. არ უნდა დარჩეს აზერბაიჯანს ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და ვიწყებთ მოქმედებებს”,-  განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში.

კომენტარები