ამ სააგენტოს ევალებოდა გერმანიაში, მძიმე პირობებში მომუშავე მოქალაქეების დაცვა- სააგენტო 2020-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 მილიონი ლარით

„ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით:

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ამ სააგენტოს ევალებოდა გერმანიაში, მძიმე პირობებში მომუშავე მოქალაქეების დაცვა.

-„სააგენტო 2020 წელს 243,437,025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154,073,000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 2020 წელს 81,000 ლარი, 2021 წელს 72,400 ლარი იხარჯებოდა”, – წერს „ფლანგვის დეტექტორი”.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 2020 წელს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით შეიქმნა.

წყარო:

კომენტარები