„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა:

-„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლების იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს. ეს არის მისი კომპეტენცია. ჩემთვის ამაზე საუბარი ყველაფრის, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ, ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ .იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ქართველი ადამიანი არის ბრძენი, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც, იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს“.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

კომენტარები