„ამ ძაღლის მკვლელმა მინდა იგივე ტანჯვა გამოსცადოს რაც ძაღლს დამართა!“ – ტასო ლოსაბერიძე:

– „ამ დილით მოკვდა ეს დრათხარი.
4 დღე იწვალა და დღეს დანებდა.
რით მოკვდა? მოწამლეს.
სკვერში ცხოვრობდა თავისთვის,თუ აჭმევდი რამეს მორიდებულად გართმევდა, არავის არანაირად არ აწუხებდა. არც გაკიდება იცოდა და არც ყეფა. მაგრამ მაინც არ “დაევასა” ვიღაცას და საწამლავი აჭამა.
4 დღე ყველაფერი გაუკეთეს მუნიციპალურ თავშესაფარში, ძალით აცოცხლეს მაგრამ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. შეტევები ქონდა ისეთი ძლიერი მოწამვლა ქონდა. მე ის უფრო მიკვირს ამდენი ხანი რომ იცოცხლა ამ მდგომარეობაში :(((
ამ ძაღლის მკვლელმა მინდა იგივე ტანჯვა გამოსცადოს რაც ძაღლს დამართა და ზუსტად ვიცი ვერსად გაექცევა იმას რაც დათესა“

– წერს ცხოველთა უფლებების დამცველი ტასო ლოსაბერიძე

კომენტარები