“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ საქართველოსთან სამართლებრივი დავის დაწყება და თან არც მეტი და არც ნაკლები, მილიარდის მოთხოვნა”-გიორგი ცუცქირიძე:

გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს-

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ საქართველოსთან სამართლებრივი დავის დაწყება და თან არც მეტი და არც ნაკლები, მილიარდის მოთხოვნა, ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ამ პროექტიდან პირადი სარგებლის მიღება იყო მათი მთავარი მიზანი! მამუკა ხაზარაძემ და კონსორციუმმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელებულიყო, მათ არ შეასრულეს თავისი პრაქტიკულად არცერთი ვალდებულება, დაარღვიეს მშენებლობის ყველა ვადა და ვერც შეპირებული ინვესტიციები მოიზიდეს.
სწორედ ეს გახდა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი, ხაზარაძე სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების არაერთგზის გადავადებისა, ხელმძღვანელობდა რა პირადი ინტერესებით, რეალურად ხელს უშლიდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას. და ეს, რომ ასეა
ამას აჩვენებს თავად დავის დაწყების დროც, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზებისათვის!

“ფრონტერასი” არ იყოს, როგორც ჩანს მილიარდის მოთხოვნა საკრალურ ციფრად იქცა, თუმცა იგივე ფრონტერასთან ანალოგი რომ მოვიყვანოთ, ეს არის წინასწარ განწირული და წაგებული სამართლებრივ დავა, ხოლო ცუდი ის არის, რომ ამ თუნდაც მათთვის წამგებიანი საქმეებით, ქვეყნის იმიჯი მაინც ზიანდება, და აქედანაც ჩანს, რომ ხაზარაძის და კომპანიისათვის ქვეყნის პრესტიჟი ცარიელი ფარატინა ქაღალდი იყო!”-წერს ცუცქირიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები