„ანაკლიის პორტთან ასოცირებულ პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, მაქსიმალური კონცენტრირება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე მოახდინონ“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს:

„ანაკლიის პორტთან ასოცირებულ პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ დრო ფუჭად არ გაფლანგონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ნაცვლად, მაქსიმალური კონცენტრირება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე მოახდინონ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, გამოძიებასთან დაკავშირებული სხავადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული მათი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ, რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო“.

კომენტარები