„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია“

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა:

„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი. ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტნიორებს შორის, ვფიქრობ, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ამ პროექტის განსახორციელებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია“.

კომენტარები