ანაკლიის სასწავლო ცენტრი, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია
4 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამგეობის თავმჯდომარე მაიკლ კაუგელი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევიან.
ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.
ანაკლიის სასწავლო ცენტრში, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსებით საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ მიერ სხვადასხვა საგანში 176 სტუდენტი გადამზადდა (ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა, სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალობა, მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება).
ანაკლიის სასწავლო ცენტრი, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია. ცენტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID “ზრდა” პროგრამის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. სასწავლო კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის უსასყიდლოა.