ანალიტიკოსებმა საპროტესტო აქციებში ოპოზიციის როლზე იმსჯელეს

ანალიტიკოსებმა იმსჯელეს თუ რამდენად დიდია ოპოზიციის როლი აქციების მართვაში.

შეგახსენებთ, რომ აქციები 20 ივნისის შემდეგ იმართება. სახალხო პროტესტი, მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომაზე,  რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში აღმოჩენას მოჰყვა.

აქციის მთავარი მოთხოვნების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილებულია. თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

“თვალსაზრისი” მიმდინარე პროცესებზე ანალიტიკოსების მსჯელობას გთავაზობთ:

“პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების მოთხოვნები ნათლად აჩვენებს, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია. პროტესტ ოპოზიუციური პარტიის მმართველები ხელმძღვანელობენ. ” – აცხადებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

“მხოლოდ ერთი აქცია ჩაატარა ოპოზიციამ და სიტუცია მაშინვე უმართავი გახდა” – აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის ხელმძრანელი კახა გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული სახელმწიფოსა” და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა, პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. მოთხოვნა ძალაში რჩება ამ დრომდე მომიტინგეებშიც, რომლებიც აცხადებენ, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას, გადადგომამდე აქციებს არ შეწყვეტენ.

პარლამნტის დეპუტატი ეკა ბესელია გიორგი გახარიას, აქციის დროს მომიტინგეების დარბევაში ადანაშაულებს. ის საყვადურობს “ქართული ოცნების წევრებსაც.”

“თქვენ აქციის დროს  კაბინეტებში არ უნდა მსხდარიყავით, მომიტინგეების გვერდით უნდა მდგარიყავით და დაგეცვათ ხალხი.” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ქართული რესპუბლიკური პარტიის, ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში, გიორგი გახარიას გადაყენების საკითხს სერიოზულად არ დააყენებენ, რადგამ შს მინისტრმა ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის დალაგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“გიორგი გახარიამ საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყო” – თავის მხრივ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ მართული,  მხოლოდ 20 ივნიის გამართული აქცია იყო. ის თვლის, რომ ახალგაზრდების მართვა საკმაოდ რთულია.

“რთული იქნება, ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლონ და ისარგებლონ აქციებით. მათ უნდოდადთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სათავეში დამდგარიყვნენ. თუმცა ახალგაზრდები მათ არ ენდობია” – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ასევე ანალიტიკოსი თვლის, რომ საარჩევნო ბარიერის გაუქმების გზით ახალი “კვაზი პარტიების” ჩამოყალიებას ეხსენება გზა, რომელიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესებზე იქნება მორგებული.

” საარჩევნო სისტემის დაანონსებული ცვლილების შედეგად მსგავსი პარტიები ადვილად შევლენ პარლამენტში” – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილი ასევე თვლის, რომ შს მინისტრის გადადგომას ხელისუფლება არ დაუშვებს, რადგან ეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და არალეგიტიმურობის აღიარება იქნება.

“თუმცა თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხს გიორგი გახარიას გადადგომა დაამშვიდებს, შეიძლება გადადგეს კიდეც.” – განმარტავს ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

ასევე აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების მოთხოვნათა ნაწილი დაკმაყოფილებულია. მათ შორის, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩანიშვნა. თუმცა მთავარი მოთხოვნა, შს მინისტრის გადადგომა უცვლელია.

მოამზადა: მარიამ ნოზაძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები