ანატოლი ბიბილოვი: „საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის“

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი:

„საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.

 თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა“.

კომენტარები